რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობა?

25.11.25 18:24
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობა?

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსში უმუშევრობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 13.3%-მდე შემცირებულია. თუმცა, პარალელურად, ფიქსირდება სამუშაო ძალის კლება - დასაქმებულთა რაოდენობა, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 11.600  ნაკლებია, ხოლო მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ადგილებს ტოვებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. 

ოფიციალური მონაცემები ასევე ასახავს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად არ ფუნქციონირებს სრულ ფორმატში, რაც სამუშაო ძალის შემცირების ფონს ქმნის.

ეკონომიკის სპეციალისტები განსხვავებულ განმარტებას აძლევენ კლების დინამიკას. მათი თქმით, უმუშევრობის შემცირება აუცილებლად არ უკავშირდება დასაქმებულთა ზრდას - სამუშაო ძალის კლების შედეგად მაჩვენებელი შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშეც დაიწიოს.

საქართველოში შესაძლებელია, შემცირდეს უმუშევრობა ისე, რომ არ გაიზარდოს დასაქმებულტა რაოდენობა. პირიქით, შეიძლება, შემცირდეს უმუშევრობა და შემცირდეს დასაქმებულტა რაოდენობაც. როგორ? მარტივად არის საქმე: გვაქვს ერთობლიობა ადამიანების, რომელსაც ეძახის ამას სტატისტიკის სამსახური სამუშაო ძალას - ვინც არ მუშაობს ან ეძებს სამსახურს. ამ ადამიანებიდან ერთი ნაწილი თუ დატოვებს ქვეყანას, როგორც წესია, ეს ხდება ხოლმე, როცა კვარტლიდან კვარტლამდე იცვლება ამ სამუშაო ძალის რაოდენობა, და ის, ვინც დატოვა ქვეყანა, იყო უმუშევარი, ასეთ შემთხვევაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა მცირდება და შესაბამისაც, მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელიც. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც გამოიყენებს და იყენებს "ოცნება" რომ დაგვაჯეროს, რომ დაგვაჯეროს მითები ეკონომიკური აღმავლობის შესახებ, - ამბობს ეკონომიის ექსპერტი გიორგი ხიშტოვანი. 

შრომის ბაზრის სტატისტიკის პარალელურად, "ოცნების" მთავრობის პოზიცია განსხვავებულია. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოფიციალური მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის დასტურია.

თქვენ იცით, რაც არის ჩვენი გეგმა, რომ 2028 წლისთვის 4%-ის ფარგლებში იყოს უმუშევრობა და ჩვენ ამ გეგმისკენ მივდივართ და ამას მივაღწევთ. ახლახანს იყო ეს რიცხვები, რომელიც ეხება უმუშევრობას, ეხება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფსდა ყველგან საქართველოს აქვს პროგრესი, მათ შორის ეკონომიკური განვითარებით, ყველა თეთრი შურით უყურებს საქართველოს, ვინაიდან ასეთი ზრის ტემპები არავის არ აქვს. ევროკავშირი იცით, რომ გაჩერებულია ერთ ადგილას, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები