სასამართლომ აქტივისტი, ვახტანგ ლეგაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმა

25.11.25 17:30
სასამართლომ აქტივისტი, ვახტანგ ლეგაშვილი 3 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ ლეგაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა. 

  • აქტივისტი პოლიციამ 27 ივლისის საღამოს დააკავა. 

ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებს პროცესზე არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, თუმცა მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაინც სამართალდამრღვევად ცნო. 

ერთის შემთხვევაში უკვე იყო სასამართლო პროცესი ჩატარდა, მოსამართლე იყო კობა ჩაგუნავა, რომელმაც 3 500 ლარით "დაგვასაჩუქრა" აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს უკვე მახინჯი პრაქტიკაა, რომელიც დაინერგა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სასამართლო სამართალდამრღვევად ცნობს ისეთ ადამიანებს, ვის მიმართაც სამართალდამცავებს არ გააჩნიათ თუნდაც ისეთი მტკიცებულებები, როგორიც არის ვიდო-კამერის ჩანაწერი. 

არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი სამართალდამცავების მხრიდან ვახტანგ ლეგაშვილის მიმართ, რომ სამართალდარღვევის ფაქტი დაედასტურებინათ, თუმცა მოსამართლემ მაინც სამართალდამრღვევად ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი," - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა. 

ვახტანგ ლეგაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ის სრულიად აბსურდული მიზეზით გაასამართლეს. 

შედეგს ნამდვილად ვერანაირად ვერ გამოიღებს ამათი ეს ამაზრზენი ქცევები. რაც შეეხება ჩემ დაკავებას 27 ივლისს დამაკავეს საღამოს. სრულიად არაფერი, რასაც მედავებოდნენ არ ყოფილა, არავინ არ მიგინებია, ვიყავი ტროტუარზე, ვესაუბრებოდი მეგობრებს, უბრალოდ სავარაუდოდ, მთელი დღის განმავლობაში ვიყავი მაშინ აქტიური და ამის გამო გადაწყვიტეს მაშინ ჩემი დაკავება, დასჯა და დაშინება სავარაუდოდ. სრულიად უმიზეზოდ, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, ცრუმოწმე პოლიციელები ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ ადგილს. სრულიად აბსურდული მიზეზით გამასამართლეს და დამაკისრეს 3 500 ლარი ჯარიმა," - თქვა ვახტანგ ლეგაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები