ივანიშვილის მილიონების ბედი - "ოცნება" საპატიო თავმჯდომარის აქტივებს იცავს
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მეგობარი, ეკა ჭიჭინაძე ზუსტად ვერ ამბობს, დაუბრუნებენ თუ არა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარს. ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჭიჭინაძემ ფოტო გამოაქვეყნა: კადრში ივანიშვილი, მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ეკა ჭიჭინაძე და მისი მეუღლე ნიკუშა შენგელაია „პარაგრაფ თაბორის“ ვერანდაზე პოზირებენ. ამ დროისთვის ივანიშვილი სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს თბილისში ელის.
დღეს საკითხი პარლამენტშიც ცხელი თემა იყო - „ქართულმა ოცნებამ“ დღის ძირითადი პოლიტიკური აქცენტი სწორედ ივანიშვილის ფინანსურ აქტივებზე გააკეთა. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების განცხადებების დიდი ნაწილი ეხებოდა უცხოეთში დაბლოკილ თანხებსა და დასავლეთის შესაძლო გადაწყვეტილებებს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის სანქციების შემდეგ ბრიტანეთმაც მიიღოს შესაბამისი ზომები.
ივანიშვილის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიასთან კომენტარები გააკეთეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ. მათი შეფასებით, საჭიროა დამატებითი განმარტებები საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, რადგან არსებული შეზღუდვები, მათი თქმით, „დამატებით კითხვებს აჩენს“.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.