სასამართლომ ია მელითაურს 4 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

25.11.25 18:39
სასამართლომ ია მელითაურს 4 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტვისტს, ია მელითაურს 4- დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ  ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მელითაური 23 ნოემბერს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც სკამზე იჯდა. შსს მასს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას.

შსს-ს პოზიციით, ია მელითაური აქციაზე „უმისამართოდ ილანძღებოდა, იგინებოდა“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ გაჩერდა.

 

მსგავსი სიახლეები