დაიწყო თუ არა არაბულმა კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა მშენებლობის ნებართვამდე? - რა აჩვენა ექსპერიმენტმა?

25.11.25 20:18
დაიწყო თუ არა არაბულმა კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა მშენებლობის ნებართვამდე? - რა აჩვენა ექსპერიმენტმა?

არაბულ ქალაქში, რომელიც გონიოსა და კრწანისში შენდება, ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბესიკ დონაძემ ექსპერიმენტის შედეგად გაარკვია, რომ არაბული კომპანია აპარტამენტებს უკვე ყიდის - გაყიდვების მენეჯერმა უთხრა, რომ ყველაზე პატარა ფართი კრწანისში 50 კვადრატული მეტრია, კვადრატულის ფასი 3 ათასი ამერიკული დოლარია და აშენებული ბინა მაქსიმუმ სამ წელში ჩაბარდება. თუმცა, ბინების გასაყიდად პროექტები ჯერ შედგენილი არ არის.

მაშინ, როცა საჯარო რეესტრში წილები ასახული არ არის, მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაცემულა, როგორ ყიდის კომპანია აპარტამენტებს? - "იგლ ჰილს საქართველოს" გაყიდვების ოფისში ამტკიცებენ, რომ მომხმარებელს ინფორმაციას მხოლოდ პროექტზე აწვდიან და ბინებს ჯერ არ ყიდიან.

თუ არაბული კომპანია ბინების გაყიდვას დაიწყებს და ამის შემდეგ აშენდება კორპუსები, ეს პირდაპირი არაბული ინვესტიცია აღარ გამოდის - განმარტავენ ეკონომისტები.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები