უმუშევრობის კლება შრომის ბაზრის შემცირებით - "ოცნების" არითმეტიკა

25.11.25 20:36
უმუშევრობის კლება შრომის ბაზრის შემცირებით - "ოცნების" არითმეტიკა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 13.3 პროცენტამდე შემცირდა, რასაც „ქართული ოცნება“ წარმატების მაჩვენებლად აფასებს. თუმცაб მონაცემების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ პარალელურადб შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობაც - საქსტატის მიხედვით, მესამე კვარტალში ქვეყანაში 11 600-ით ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე ერთი წლის წინ.

ეკონომისტების განმარტებით, ასეთი პარადოქსული სურათი, როცა უმუშევრობა დაბალია, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი მცირდება, სამუშაო ძალის შემცირებით არის გამოწვეული. ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ძალის მოცულობა 23 800 ადამიანით არის დაკლებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ტრენდი მასშტაბურ ემიგრაციას უკავშირდება: შრომის ბაზრიდან გამორიცხული მოქალაქეები აღარ ფიქსირდებიან არც დასაქმებულებად და არც უმუშევრებად.

ეკონომიკური სურათის ინტერპრეტაციას კიდევ ერთი ფაქტორი ამძაფრებს: უმუშევრობის კლების ნაწილი დამოკიდებულია სოციალურ შეღავათებზე მყოფი მოქალაქეების განსაკუთრებულ დასაქმებაზე - მინიმალურ ანაზღაურებაზე ათეულობით ადამიანი ერთ პოზიციაზეა გაფორმებული, როგორიცაა სასაფლაოების მოვლა, დამლაგებელი საქმიანობა ან სხვა დამხმარე სამუშაოები. დასაქმების პროგრამებში დაახლოებით 35 000 სოციალურად დაუცველი პირია ჩართული.

ოფიციალური მაჩვენებლები, ექსპერტების თქმით, სრულად არ ასახავს რეალურ შრომით მდგომარეობას, რადგან უმუშევრობის კლება ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის შედეგად კი არა, არამედ სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე ფიქსირდება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები