რუსთაველზე მდგომი ადამიანები ინახავენ იმ კერას, რომელზეც ახალი საქართველო უნდა აენთოს - რატი ამაღლობელი

26.11.25 00:05
რუსთაველზე მდგომი ადამიანები ინახავენ იმ კერას, რომელზეც ახალი საქართველო უნდა აენთოს - რატი ამაღლობელი

რუსთაველზე მდგომი ადამიანები ინახავენ იმ კერას, რომელზეც ახალი საქართველო უნდა აენთოს, - ამის შესახებ პოტმა, რატი ამაღლობელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს ხალხი ინახავს ქვეყანას, საკუთარი ცხოვრების საფრთხის ქვეშ ჩაგდებით, ყოველდღიურად და ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ დგანან იქ.

“ისინი იქ არ დგანან საკუთარი თავისთვის, არცერთი სინდისის პატიამრი არ ზის საკუთარი საქმისთვის, ის მთელი ქვეყნის საქმისთვის ზის“,- განაცხადა ამაღლობელმა.

რუსთაველზე მდგომი ადამიანები ინახავენ იმ კერას, რომელზეც ახალი საქართველო უნდა აენთოს. ეს ხალხი ინახავს, საკუთარი ცხოვრების საფრთხის ქვეშ ჩაგდებით, ყოველდღიურად. საქართველოს მოქალაქისთვის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელიც კი აღარ არის.  ისინი იქ არ დგანან საკუთარი თავისთვის. ჩვენი სინდისის პატიმრები, არცერთი არ ზის საკუთარი საქმისთვის, ის მთელი ქვეყნის საქმისთვის ზის. ქვეყნის სიყვარულის და ჩვენ გამო სხედან ისინი ციხეში, ამიტომ, 28 -ში და მას შემდეგ, ერთმანეთს უნდა შევხვდეთ და ჩავხედოთ თვალებში, იმიტომ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მოსაპოვებელია და წინ არის. რეჟიმს ხომ ჰყავს უამრავი მძევალი და მათ შორის პოლიტიკოსებიც, ჩვენც გარკვეულად მძევლები ვართ ამ ამბის, რადგან ვერ ვსაუბრობთ, იგივე მძევლებზე. მე მაინც მგონია, რომ ახლა, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის შესახებ დგას საკითხი და ამ დილემის წინაშე ვართ, ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა და არა ცალკეული პარტია, ან ორგანიზაცია. ეს დრო მოვა, როდესაც ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

მსგავსი სიახლეები