ამ რეჟიმს საკუთარი თავიც ჰყავს მძევლად, ივანიშვილმა მის ირგვლივ მყოფები შეკრა და დანაშაულში ჩაითრია - რატი ამაღლობელი
ამ რეჟიმს საკუთარი თავიც ჰყავს მძევლად, მარტო ჩვენ არ ვყავართ, რადგან ივანიშვილმა მის ირგვლივ მყოფილი ყველა ადამიანი დაამძიმა საშინელი ბოროტმოქმედებებით, - ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ივანიშვილმა პოლიციელები, მოსამართლეები, რეჟიმის პარლამენტარები, მინისტრები, შეკრა დიდი ცოდვით და დანაშაულში ჩაითრია.“
ამ რეჟიმს საკუთარი თავიც ჰყავს მძევლად, მარტო ჩვენ არ ვყავართ, რადგან ივანიშვილმა მის ირგვლივ მყოფილი ყველა ადამიანი დაამძიმა საშინელი ბოროტმოქმედებებით. პოლიციელები, მოსამართლეები, რეჟიმის პარლამენტარები, მინისტრები, შეკრა დიდი ცოდვით და დანაშაულში ჩაითრია. დიდ სურათში, გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან უჭირთ მათ. ქვეყანაში ყველა ძალიან მძიმედ არის. არსებობს დიქტატურები, სადაც დიქტატორებს [პუტინი, ლუკაშენკო] აქვთ სახელმწიფოს ხედვა, მანიაკალური, დიქტატურა, ცუდი, მძიმე, მაგრამ სახელმწიფო ხედვა, ჩვენსას ეგეც არ აქვს, სახელმწიფოსთან მიმართებაში, არ აქვს არანაირი პრეფერენცია, რადგან ვაჭრობის კაცია, იყიდე-გაყიდე, ფული, არაბი კაცი მოვა, იმას რამდენი უნდა. სახელმწიფო ბევრად აღმატებული ცნებაა, სახელმწიფოს ვიზიონერული ხატი მას არ აქვს, თუნდაც , როგორც დიქტატორს, იმიტომაცაა, რომ ხვრელიდან ამოდის 90-იანები და ქაოსი. მისთვის არსებობს ერთადერთი პრობლემა, თავისუფლების მოყვარული ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც დრაკონული კანონები იწერება. ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში ამ სისტემას შიგნიდან ჩამოშლის, - განაცხადა ამაღლობელმა.