შსს: არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა - დაკავებულია 31 წლის დედა

26.11.25 10:41
შსს: არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა - დაკავებულია 31 წლის დედა

ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დედა დააკავა - შსს-ს ცნობით დაკავებულია 31 წლის წარსულში ნასამართლევი, ა.ნ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.

როგორც უწყება ამბობს, არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები