დაარღვევენ თუ არა დღეს დუმილს 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორები?

26.11.25 11:29
დაარღვევენ თუ არა დღეს დუმილს 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორები?

დაარღევენ თუ არა დუმილს 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზტორები? - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და მათთან ერთად დაკავებულები სასამართლში ამ წუთებში გადაჰყავთ.

2 თვიანი იზოლაციის შემდეგ, დღეს აქციის ორგანიზატორებს საჯარო განცხადების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

რა მოხდა 4 ოქტომბერს? ვინ უღალატა პროცესს? - ამ კითხვებზე პასუხს ახლა ყველა მათგან ელოდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პირველი შუამდგომლობა, რასაც დღეს დაცვის მხარე პროცესზე დააყენებს, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთოვნა იქნება. თუ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შემდეგ უკვე ადვოკატები დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ.

ჩვენ შუამდგომლობა გვექნება საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენი მონაწილეობსი გარეშე, დღეს მოსამართლეს ევალება ამ გადაწყვეტილებსი გამოცხადება, რომ იგი გადასცესმ სხდომას არსებითად განსახილველად. დღეს აღკვეთის ღინისძიების საკითხი უნდა განიხილოს სასამართლომ. არცერთი ფურცელი მტკიცებულებისა, არცერთი კადრი, არცერთი რაიმე სახის ინფორმაცია ამ საქმეში დამატებული არ არის. ერთადერთი ის არის, რომ ამდენი, 65 ადამიანსი საქმე გააერთიანეს, დააჯგუფეს 10 დამსხვილებულ საქმეს.  მაგალითად პაატა ბურჭულაძის და მურთაზ ზოდელავას საქმე გააერთიანეს ირაკლი ჩხვირკიას საქმესთან, სანდერსის საქმესთან და ა.შ", - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 9 პირთან ერთად დღეს გდდ-ს ექს მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის საქმის განხილვაც იქნება. მას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლებოს ძალადობისკენ შეცვლის მოწოდებას და ასეთი ს ხით ვიდეოს გავრცელებას ედავება. ის საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ პროცესს მისი ადვოკატი დაესწრება.

  • ცნობისთვის, 7 ოქტომბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
  • ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

მსგავსი სიახლეები