"კობახიძეს რა უნდა ელაპარაკო?" - შიმშილობის 30-ე დღე პარლამენტთან
შიმშილობის 30-ე დღე - პარლამენტის წინ მოქალაქეების აქცია გრძელდება. თვეზე მეტია დემონსტარნეტბი პროტესტის უკიდურეს ფორმას ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვენ.
აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დმგომარეობა შესუსტებულია, თუმცა ამბობე, რომ თავს მხნედ გრძნობენ და შიმშილობას გააგრძელებენ.
დღეს პარლამენტში კობახიძე მიდის, თუმცა მოშიმშილეები ამბობენ, რომ მისთვის რაიმეს თქმას და ლაპარაკს აზრი არ აქვს.
რა უნდა ელაპარაკო ე.წ. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც არავინ ელაპარაკება? - ამბობს დარეჯან ხუნწარია.
კობახიძეს რაც არ უნდა ელაპარაკო, ეს არის წყლის ნაყვა. ვოლსკის და ქადაგიშვილს მივმართავ, რომ ამბობნე, რომ შიმშილობა შევწყვიტოთ, რადგან არაფერი გამოგვივა, ისინი კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდნენ და დაამხეს და ჩვენ უკანონო ხელისუფლებას რომ ვებრძოლოთ, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, ამის უფლება არ გვაქვს? რა უნდა ელაპარაკო ე.წ. პრემიერმინისტრს, რომელსაც არავინ ელაპარაკება? ესენი არიან ჯალათები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას", - ამბობს დარეჯან ხუნწარია.