ვინ დააკავა "ტვ პირველის" ჟურნალისტი?

26.11.25 12:02
ვინ დააკავა "ტვ პირველის" ჟურნალისტი?

 

 

"ტვ პირველის" ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებული პოლიციელი გუშინ ღამით საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა.

სამართალდამცველი, რომელიც ჟურნალისტის უკანონო დაკავების ერთ-ერთ ფიგურანტი იყო,  "პირველების" კითხვებს არ პასუხობს.

არსებობს ვიდეო კადრები, სადაც დაკავების პროცესში სწორედ აღნიშნული პოლიციელი ჩანს.

გიორგი მამნიშვილი 23 ნოემბრის ღამე აქციაზე მაშინ დააკავეს, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. "ტვ პირველის" ჟურნალისტის" დაკავების ბრძანება ლაშა სალუქვაძემ გასცა. 
 

მსგავსი სიახლეები