რითი კვებავენ ბავშვებს კერძო სკოლებში? - აღმოჩენილია ვადაგასული ფრინველის ხორცი

26.11.25 14:45
რითი კვებავენ ბავშვებს კერძო სკოლებში? - აღმოჩენილია ვადაგასული ფრინველის ხორცი

„თანამედროვე განათლების აკადემიის“სკოლას და ბაღს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მათთან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე რაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის  კვების ობიექტში.

შემოწმების შედეგებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  • ვადაგასული ფრინველის ხორცი,
  • ეტიკეტირების წესის დარღვევა,
  • კრიტიკული შეუსაბამობა უსაფრთხოების სტანდარტებთან.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვიდრე ყველა დარღვევა სრულად არ აღმოიფხვრება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების დაფიქსირებისას მიმართონ ცხელი ხაზს — 1501.

მსგავსი სიახლეები