მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ბაია მარგიშვილი 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, ბაია მარგიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა.
ბაია მარგიშვილს 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.
იგივე საქმეზე 5 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბაია მარგიშვილის დედასაც, თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის.
ცნობისთვის, ეს ბაია მარგიშვილის მეორე პატიმრობა. 7 ნოემბერს ის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღიან პატიმრობაში გაუშვა. სამოქალაქო აქტივისტმა იზოლატორი 5 დღის წინ დატოვა.