ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს
ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დააკავეს - სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაადეს, რაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მარგიშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
"ბრძოლა ბოლომდე, ყველანი 28 ნოემბერს გარეთ უნდა ვიყოთ, მათ ჩვენი ეშინიათ" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა.
ბაია მარგიშვილი, რომელსაც შსს 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებოდა, დღეს საქალაქო სასამართლოში ხელბარგით იყო მისული. ის დაკავებას ელოდებოდა.
იგივე საქმეზე 5 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბაია მარგიშვილის დედასაც, თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის.
ცნობისთვის, ეს ბაია მარგიშვილის მეორე პატიმრობაა. 7 ნოემბერს ის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღიან პატიმრობაში გაუშვა. სამოქალაქო აქტივისტმა იზოლატორი 5 დღის წინ დატოვა.