სააპელაციომ ანასტასია ზინოვკინას და ანტონ გრიბულის საქმეების განხილვა დაიწყო

26.11.25 17:24
სააპელაციომ ანასტასია ზინოვკინას და ანტონ გრიბულის საქმეების განხილვა დაიწყო

დატოვებს თუ არა ციხეში სინდისის პატიმრებს მეორე ინსტანციის სასამართლო? - სააპელაციო კოლეგიამ ანასტასია ზინოვკინას და ანტონ გრიბულის საქმეების განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესს ორივე მსჯავრდებული ესწრებოდა, თუმცა მათ სიტყვით არ უსარგებლიათ. ზინოვკინამ მხოლოდ მადლობა გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის. 

  • რუსეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულისთვის არიან გასამართლებულები და 8 წლითა და 6 თვით  პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მაგრამ არცერთი დანაშაულს არ აღიარებს. 

ადვოკატი ამბობს, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სჭირდება. 

ანასტასია ტკივილებს განიცდის, შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, რაც გათავლისწინებულია ჯანდაცვის რეკომენდაციები, თუმცა პენიტენცირუიდან მივიღეთ ცნობა, რომ დაგეგმილია ნევროლოგთან კონსულტაცია. დაცვის მხარემ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მოწმეების დაკითხვა სატანადო პირობებში არ მომხდარა და რომ ბრა ლდებულებს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ შუამდგომლობაზე შემდეგ პროცესზე გვექნება პასუხი და ბრალდების მხარის პოზიციაც შემდეგ სხდომაზე იქნება", - ამბობს ადვოკატი.

მომდევნო სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 12 სექტემბერს  8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

მსგავსი სიახლეები