"მიადექით ნაჯახით განათლების სისტემას" - ხორგუანმა კობახიძეს გავრილოვის სკანდალი შეახსენა

26.11.25 17:40
"მიადექით ნაჯახით  განათლების სისტემას" - ხორგუანმა კობახიძეს გავრილოვის სკანდალი შეახსენა

პარლამენტში ინტერპელაციის სხდომაზე გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძეს მწვავე გამოსვლით მიმართა და განათლების რეფორმა, მისი არგუმენტაცია და ხელისუფლების მოქმედებები ქალაქის ინფრასტრუქტურის, უნივერსიტეტების განაწილებისა და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში გააკრიტიკა.

დეპუტატმა გაიხსენა გავრილოვის ღამე, მისი შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისი და აღნიშნა, რომ კობახიძის გუნდმა სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებით გააღრმავა პოლარიზაცია. მისი თქმით, განათლების რეფორმაც ამავე ონტექსტიდანაა - უხეში მიდგომა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას კიდევ უფრო აძლიერებს.

თქვენი კონცეფცია ამბობს, რომ სტუდენტები ქალაქში ფეხებში გვედებიან. რუსთაველის გამზირზე გვაქვს ორი სავაჭრო მოლი, რატომ მაინც და მაინც რამდენიმე უნივერსიტეტი გამოიწვევს გადატვირთვას ქალაქის. შაშკინივით გველაპარაკებით. მიადექით ნაჯახით ამ განათლების სისტემას და გარეთ რომ კიდია, ურო და ნამგალი, აი, ეს უნდა გააცოცხლოთ და ასე გინდათ, მართოთ საქართველო. თქვენი პასუხისმგებლობა სად არის? პარლამენტის თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის, პრემიერის? რომ მიუჭახუნეთ იქ გავრილოვს ჭიქა და შემდეგ თქვენი გადადგომის შესახებ განცხადება კალაძემ წაიკითხა, თქვენ არ წაგიკითხავთ. თქვენ, ძალაუფლებას ჩაფრენილმა გამოგვიცხადეთ ის კანონი, გახლიჩეთ ერი ისევ. ეს განათლების რეფორმაც ამას ემსახურება - უსკრულის უფრო მეტად გაღრმავებას, - თქვა სოფო ხორგუანმა. 

მსგავსი სიახლეები