ლაშა სალუქვაძეზე დაწერილი Facebook პოსტის გამო, ნათია გაბრავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

26.11.25 20:01
ლაშა სალუქვაძეზე დაწერილი Facebook პოსტის გამო, ნათია გაბრავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტის, ნათია გაბრავას წინააღმდეგ, ლაშა სალუქვაძეზე დაწერილი Facebook პოსტის გამო, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად აქტივისტი წერს

ახლა დამირეკა თორნიკე ქოჩქიანის თანაშემწემ (??), 23 ნოემბრის Facebook პოსტთან დაკავშირებით საქმეა შემოსული, 173-ე მუხლის მეორე ნაწილზეო. 

სავარაუდოდ, ლაშას ეწყინა სიფილისის და მოძალადეობის ამბავი რომ გაუვრცელდა.

ბოდიში ლაშა, 100 სასამართლო სხდომა ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ მოძალადე არ ხარ და არ იმსახურებ, რასაც ხალხი შენზე ამბობს," - წერს ნათია გაბრავა. 

ცნობისთვის, Facebook პოსტი, რომლის გამოც ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ნათია გაბრავამ 23 ნოემბერს, ია მელითაურის დაკავებასთან დაკავშირებით დაწერა. 

ია მელითაური დააკავეს სალუქვაძეზე პოსტის გამო, ზუსტად ვიცი! გუშინდელ დაკავებულებში ჰყავთ ერთ-ერთი, რომელიც იას ნაცვლად დააკავეს!

ხოდა, სალუქვაძის მოძალადე დედას შე****, სიფილისიანი ყ**კაცა ეგ!

ახლა დადგეს და მეც დამიჭიროს! ამის პატრონს შე****!" - წერია პოსტში.

მსგავსი სიახლეები