სამოქალაქო აქტივისტ ია გაბუნიას 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტის, ია გაბუნიას პროცესი გაიმართა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა.
ცნობისთვის, ია გაბუნია 24 ნოემბერს სასამართლოს ეზოში დააკავეს, მას შსს-ს თანამშრომლის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.