"[4 ოქტომბერს "ოცნებამ"] გაწირა პოლიციელები, რომ დაეჭირათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი" - ლექსო ბურჭულაძე

26.11.25 22:34
"[4 ოქტომბერს "ოცნებამ"] გაწირა პოლიციელები, რომ დაეჭირათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი" - ლექსო ბურჭულაძე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილის, ლექსო ბურჭულაძის განცხადებით, სასახლის ღობესთან განვითარებული მოვლენების დროს "ქართულმა ოცნებამ" პოლიციელები გაწირა. 

მისი თქმით, "ოცნების" ამ ქმედების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიციელი დაშავებულიყო, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეჭირათ. 

ჩემთვის მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია, რომ ეს იყო პროვოკაცია. არათუ პროვოკაცია, პროვოკაციასაც ხომ თავისი დონე აქვს, წარმოიდგინეთ, თუ ეს დადასტურდა და ამაზე ჩემი გადმოსახედიდან აუცილებლად არის გამოძიება საჭირო, რასაკვირველია, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხული არის, მაგრამ მოვა მაგის დრო, როდესაც აუცილებლად მოხდება გამოძიება და რადგანაც დღეს ითქვა უკვე ორგანიზატორების მხრიდან, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომ დავუკვირდეთ, ერთი ეს რაც იყო ღობის ეპიზოდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეპიზოდი არის, როდესაც ხალხის მხრიდან შემოიყვანეს ძალოვნები და სადაც იყო ფიზიკური დაპირისპირება. 

მანდ უკვე ჩნდება კითხვა, რომ პირველი, რომ გაწირეს ხალხი, გაწირეს პოლიციელები და რა უნდა ყოფილიყო ამის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი დაშავებული პოლიციელი [ყოლოდა "ოცნებას"] იმისთვის, რომ დაეჭირათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი," - თქვა ლექსო ბურჭულაძემ. 

მსგავსი სიახლეები