სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული: სიმონ მახარაძის, კახაბერ კვაჭანტირაძის, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილის, იური ლომიძის, დავით გიუნაშვილის, გიორგი ტალახაძის, ბექა მაჭავარიანის, მანუჩარ მიქელაძის, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძის და კობა ეპიტაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
პარალელურად მიმდინარეობს სასახლის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის საქმე, რომელსაც პირველ დარბაზში მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილი განიხილავს.