სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე კიდევ 27 პირის წინასასამართლო განხილვა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირების წინასასამართლო პროცესები გრძელდება.
მოსამართლე მეია მელქაძე 12 პირის საქმეს განიხილავს.
ბრალდებულები არიან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე.
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მათგან სახელმწიფო ბრალდება მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებას ედავება. ნანუ სანდერს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და დამხობისკენ საჯაროდ მოწოდებას.
სხდომას არ ესწრება ვახტანგ ფიცხელაური, მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ "არ სურს სხდომაში მონაწილეობის მიღება".
პარალელურად 15 პირის საქმეს განიხილავს ლელა კალიჩენკო.
ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
[ფოტო: ipn.ge]