მარნეულში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 78 191 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 78 191 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია MarneuliNews.ge ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტიდან თანხა სხვადასხვა აქტივობებისთვისაა გამოყოფილი. დაგეგმილია: სცენის მოწყობა, განათება, მუსიკალური ჯგუფის მოწვევა, დეკორაციების განთავსება, წამყვანების დაქირავება და ა.შ..
საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.