"ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემნაირად გარეთ. მე არ ვიცი, ამათ წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს" - ია დარახველიძე

27.11.25 17:26
"ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემნაირად გარეთ. მე არ ვიცი, ამათ წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს" - ია დარახველიძე

"ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემნაირად გარეთ. მე არ ვიცი, ამათ წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს" -ასე მიმართა სასამართლოს ია დარახველიძემ, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

  • ამ წუთბში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 15 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
  • განსასჯელის სკამზე ზის დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

დარახველიძემ სხდომათა დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს - "ყველანი ვიყავით იქ მსხვერპლნი".

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ. ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველანი ვიყავით იქ მსხვერპლნი. ჩვენ ვეხმარებოდით ყველა ერთმანეთს და არაფერს არ ვისროდით, არაფრის აღებას არ ვაპირებდით, უბრალოდ, ადამიანები ვიყავით, ვინც ამ ყველაფერით ერთმანეთის გადარჩენას ვფიქრობდით. ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემნაირად გარეთ. მე არ ვიცი, ამათ წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად შეიძლება, არ ვიყო იქ, მაგრამ აი ასე არ ვიცი, გულით მათ გვერდით ვარ. გავიმარჯვებთ და აუცილებლად ვიქნებით გარეთ“, - თქვა დარახველიძემ.

 

მსგავსი სიახლეები