"მაწუხებს ნევრალგია და დღემდე მკურნალობა არ მიმიღია" - გიორგი რურუა

27.11.25 17:42
"მაწუხებს ნევრალგია და დღემდე მკურნალობა არ მიმიღია" - გიორგი რურუა

"მაწუხებს ნევრალგია და დღემდე მკურნალობა არ მიმიღია" - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა და მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილს მიმართა. 

მისი თქმით, მას ნეკნთაშორის ნევრალგია და თიაქარი აქვს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს მაგნიტორეზონანსული გამოკვლევისთვის, თუმცა აპარატი გაფუჭდა. 

პროკურორის მინდა გამოვეხმაურო... წარმატებას გისურვებთ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ერთი განმარტება გააკეთეთ ჩემს შესახებ, მე ნანახი მაქვს სამედიცინო ცნობებიო და თუ მეშლება შემისწორეთ - საერთოდ ადამიანობის ფარგლებს არაფერი უნდა გაცდეს. დაკავების დღიდან, თავი დავანებოთ თირკმელების პრობლემას, არ გთხოვთ, რომ სამედიცინო განათლება გქონდეთ, ექსპერტს მიმართეთ, ამბობთ, რომ „ამ პიროვნებას იქ მკურნალობენ". თქვენ გაქვთ ანამნეზი, არ გაქვთ ინდიკატორი იმისა მკურნალობენ თუ არა..  მე მაწუხებს ნეკნთაშორის ნევრალგია, თიაქარი და გადამიყვანეს "ვივამედში" და უცბად - ემერტეს აპარატი გაფუჭდაო. როგორ უნდა მიმკურნალონ, როცა ყველა საერთაშორისო დონის ექიმი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაა.... იმ დღიდან როცა მიმიყვანეს იზოლატორში ვეუბნები, რომ მაწუხებს ნევრალგია და დღემდე მკურნალობა არ მიმიღია და როგორ მივიღო აპრიორად ის, რომ უკვე დაწყებულია მკურნალობა? არასწორია. ერთი მისხალი მკურნალობა ჩემზე დაწყებული არ არის. 

მყავს მცირეწლოვანი შვილი, მე პირველ რიგში მედარდება ჩემი შვილი, მე არ მეშინია ჩემი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, სახელმწიფოსი... სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ვერ დავტოვებდი ამას უკომენტაროდ და ვერ დავტოვებდი ისე, რომ გიორგი რურუა ახლა არის შესანიშნავ პირობებში, სპეციალური მატრასი აქვს, საწოლი, არც თირკმელები აწუხეს და ნევრალგიაც არ აქვს. ვწუხვარ, ჩემს დეიდაზე, ჩემს მდგომარეობაშია ანალოგიურად, ის არის მარტო სახლში და ჰუმანურობა და ადამიანობა მოითხოვს, რომ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს შინაპატიმრობით ან არ ვიცი. მე ვაცხადებ საჯაროდ, რომ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწესდეს საერთაშორისო მონიტორინგი... იქნებ საერთაშორისო საზოგადოებასაც დავუმტკიცოთ ის, რომ კურორტზეა საპყრობილეში," - თქვა გიორგი რურუამ. 

სასამართლომ გიორგი რურუა და კიდევ 13 პირი პატიმრობაში დატოვა

მსგავსი სიახლეები