"არავის მეშინია არც გდდ-სი, არც ტიტუშკების და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ" - ნანა სანდერი

27.11.25 18:00
"არავის მეშინია არც გდდ-სი, არც ტიტუშკების და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ" - ნანა სანდერი

"არავის მეშინია არც გდდ-სი, არც ტიტუშკების და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა სასამართლოში განაცხადა. 

  • მოსამართლე მეია მელქაძე 12 პირის საქმეს განიხილავს. 
  • ბრალდებულები არიან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე.

მიმალვა და დამალვა არ არის ჩემი სტილი, გერმანიაში ვცხოვრობ 20 წლიდან, ვიბრძვი გერმანიიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ვინარჩუნებ საქართველოს მოქალაქეობას, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გერმანიაში იყო მუქარა, ოპოზიციურად განწყობილი რომ ვიყავი, შენ დაგიჭერენ რომ მცოდნოდა დამიჭერდნენ მაინც ჩამოვიდოდი. მე ჩემი ქვეყნიდან მისამალი არაფერი არ მჭირს. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელსაც 8 წელია მეკუთვნის გერმანიის მოქალაქეობა და არ ამიღია. მე არ ჩამოვსულვარ უბრალოდ საცხოვრებლად, ჩემი მიზანი არის ახალი, სამართლიანი დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, ამას ემიგრანტებსაც შევპირდი. სამი დღე იყო გასული 4 ოქტომბრიდან, ოპოზიციაც კი ითხოვდა, რატომ არ იჭერთო, მე ვარ ნანა სანდერ, არავისი არ მეშინია, არც გდდ-სი, არც ტიტუშკების და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ, არც დანაშაული ჩამიდენია," - განაცხადა ნანა სანდერმა. 

სახელმწიფო ბრალდება ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და დამხობისკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება. 

მსგავსი სიახლეები