სასახლის ღობის საქმე - განსასჯელის სკამიდან ნათქვამი მძიმე ისტორიები (სასამართლო სხდომის დეტალები)
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლეებმა ვალერიან ბუგიანიშვილმა და ნატო ჯოხაძემ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. დარბაზში მყოფებს მძიმე ისტორიების მოსმენა მოუწიათ. ბრალდებულების უმეტესობა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია. ბევრ მათგანს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.
მოსამართლეებმა არც ერთი გამონაკლისი არ დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს ოცნება მრავალი წლით უპირებს ციხეში გამოკეტვას, არც ერთი მათგანი არ ნანობს, რომ მნიშვნელოვან დღეს ქუჩაში იდგა და ქვეყნის მომავალს იცავდა.
4 ოქტომბრისს დიდი შეკრების საქმე პროკურატურას 5 ნაწილად აქვს დაყოფილი. ყველა, ვისი საქმეც სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა, სხდომათა დარბაზს საპროტესტო შეძახილებით ტოვებდა. ბრძოლა ბოლომდე- ეს დღეს ყველა დაკავებულის მთავარი სათქმელი იყო.
რა თქვეს განსასჯელის სკამზე მსხომებმა დღეს სასამართლო დარბაზში, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.