ერთი დღე დიდ პროტესტამდე

27.11.25 20:38
ერთი დღე დიდ პროტესტამდე

 

უწყვეტი პროტესტის 1 წელი - 28 ნოემბერი იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც გასული წლის გვიან შემოდგომაზე ქუჩაში ბრაზმა და უსამართლობამ უვადოდ გამოიყვანა. დარბეული,  ნაცემი, რეპრესირებული, დაჯარიმებული, მაგრამ კვლავ ბრძოლისუნარიანი მოქალაქეები, ხვალ კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მათი მიზნები “ქართული ოცნების“ დიქტატურაზე ძლიერია.

დასავლური ღირებულებების ერთგული მოქალაქეების გვერდით იდგებიან სტუდენტები, პროფესორ - მასწავლებლები, ექიმები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თუმცა აქციაზე მისვლას არ აპირებს გიორგი გახარიას გუნდი. ექს პრემიერის პარტია პროევროპულ მარშსა და შეკრებას, ოფიციალური ინფორმაციით,  "ნაციონალური მოძრაობის" გამო გაემიჯნა.

აქციაზე გადის "ძლიერი საქართველო".  კოალიციის ლიდერები და მათი მხარდმაჭერები ხვალინდელ მარშს შეუერთდებიან. 

365 დღეა ქვეყანაში პროტესტი არ გაჩერებულა. თუმცა ხვალ მოქალაქეები კიდევ უფრო ხმამაღლა ეტყვიან “ქართულ ოცნებას“, რომ მათ მიერ არჩეული ევროპული კურსი არ შეიცვლება. 

მსვლელობა ერთმანეთის პარალელურად ჭავჭავაძისა და კოსტავას გამზირებიდან, 19:00 საათზე დაიწყება. საბოლოო შეერთების წერტილი კი ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები