ჯგუფური ძალადობა 15 წლის მოზარდზე - რა სასჯელი ემუქრება სოფლის გამგებელს?
15 წლის მოზარდის სასტიკად ცემაში მხილებული ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის სოფლის გამგებელი ამ დრომდე თავისუფალია - გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეს ახლა მრავალწიანი პატიმრობა ემუქრება.
ვიდრე გელაძის უწყება მომხდარს არკვევდა, "პირველებს" ადგილობრივებმა უამბეს, რომ სკოლის მოსწავლეს სოფლის გამგებელი სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად ჯგუფურად გაუსწორდა. როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, ანგარიშსწორებისთვის საგანგებოდ "ოცნების" ახალქალაქის ახალგაზრდული ფრთის წევრებიც გამოიძახეს.
დაზიანებები სკოლის მოსწავლეს ამ დრომდე ეტყობა. 15 წლის ბიჭი ამტკიცებს, რომ გამგებელმა მარდიოსიანმა მას ჯერ ადევნება მოუწყო, შემდეგ კი სასტიკად სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი პირადი მოტივით შურისძიებაა. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კონფლიქტი თანასოფლელ მოზარდებს შორის დაიწყო, ძალადობის მეორე სერიაში კი უკვე საჯარო მოხელეები გამოჩდნენ. სოფლის გამგებელი მძიმე ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ მას პასუხების გაცემა ახლა უკვე გამომძიებლებისთვის მოუწევს.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.