"ქურდული მენტალიტეტი" სკოლაში და მასწავლებლის პროტესტი

27.11.25 21:29
"ქურდული მენტალიტეტი" სკოლაში და მასწავლებლის პროტესტი

"ქურდული მენტალიტეტი" სკოლაში - შოკისმომგვრელი ამბები გორის მე-10 საჯარო სკოლიდან.

ირკვევა, რომ სასწავლებელს ე.წ მაყურებელი ჰყავს, რომელიც მოსწავლეებს მართავს. მოზარდებს ავალებენ ჩაშალონ გაკვეთილები, მე-7 კლასელები კი ქურდულ ვარსკვლავებს ატარებენ.

ამ მძიმე ამბებს ამავე სკოლის პედაგოგი ჰყვება, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და სამსახური დატოვა.

ირმა ამბარდიშვილი ამბობს, რომ პედაგოგები  მუდმივი ბულინგის ქვეშ არიან. მათ იაძულებენ მაღალი ქულები დაუწერონ იმ მოზარდებს, ვისაც არ ეკუთვნით. სწავლის პროცესი სკოლაში პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს, რადგან მოსწავლეები მეცადინეობაზე უარს ამბობენ, სკოლის ადმინისტრაცია კი სასწავლებეში არსებულ ქაოსზე თვალს ხუჭავს.

პედაგოგები და ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის გავლენა სკოლებში საგანგაშოა. სისტემურ პრობლემას კი კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

მასწავლებლის ბრალდებებს სკოლა განცხადებითაც არ გამოხმაურებია. ოფიციალური პოზიცია ამბარდაშვილის ბრალდებებზე არ გაუვრცელებია არც განათლების სამინისტროს.

მასწავლებლის პროტესტი გორში - ნახეთ, დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები