რამაზ ჯორბენაძე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში... მას საკანში დაეწყო ეპილეფსიის შეტევა - ადვოკატი

27.11.25 20:37
რამაზ ჯორბენაძე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში... მას საკანში დაეწყო ეპილეფსიის შეტევა - ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რამაზ ჯორბენაძეს საკანში ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი მედიასთან საუბრობს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯორბენაძე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ირკვევა, რომ სასახლსი ღობის საქმეზე დაკავებული ხელს ვერ ამოძრავებს, ამიტომ ადვოკატის თქმით, შეუძლებელია ასეთი ადამიანის ჯუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

რამაზ ჯორბენაძე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მას ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც ვთვლით რომ ცოტა ცინიკურია, რადგან მისი ხელის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ხელს ვერ ამოძრავებს, შეუძლებელია მისი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და კონკრეტული ქმედებების განხორციელება. როდესაც ის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, საკანში დაეწყო მას ეპილეფსიის შეტევა და რომ არა მისი თანამესაკნე ის ცოცხალიც ვერ იქნებოდა", - ამბობს ადვოკატი.   

მსგავსი სიახლეები