მე უნდა გავატარო 9 წელი ციხეში იმისთვის, რომ ივანიშვილს და კობახიძეს უნდათ? - ნანა სანდერი

27.11.25 20:47
მე უნდა გავატარო 9 წელი ციხეში იმისთვის, რომ ივანიშვილს და კობახიძეს უნდათ? - ნანა სანდერი

მე უნდა გავატარო 9 წელი ციხეში იმისთვის, რომ ივანიშვილს და კობახიძეს უნდათ? - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა სასამართლოში განაცხადა. 

  • მოსამართლე მეია მელქაძემ ნანა სანდერი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა.
  • ამ საქმეში ბრალდებულია 12 პირი, თუმცა მათგან ერთს - მარიამ მეყანწიშვილს გირაო აქვს შეფარდებული, ანტონ უპერი კი მიმალვაში იმყოფება, მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული

მისი თქმით, “მისი უფლება ახლაც დაირღვა და ყველა უფლება, რომელიც დაირღვა, სტრასბურგისთვის გამოიყენებს.“

მე მედავებიან ჯგუფური ძალადობის დაორგანიზებას, ადამიანს, რომლის მორალიც დგას ძალადობის წინააღმდეგ, ჩაგვრის წინააღმდეგ, არ გულისხმობს მხოლოდ ადამიანებს, მე ვარ ვეგანი, ჩემი მორალი დგას იმაზე, რომ ტკივილი არ მივაყენო სხვა ცოცხალ არსებას რომელსაც ნერვული სისტემა გააჩნია. არ წავართვა ფუტკრებს თავისი საჭმელი, ძროხებს რძე. ერთია 9 წლამდე ციხით მემუქრებით და მეორეა რომ ჩემი მორალის წინააღმდეგაა.

მეხუთე კლასელის შეკერილი საქმე უფრო კარგად გამოიყურება ალბათ, როცა მეუბნებით, რომ დავაორგანიზე ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანეთ. ცხრა წლამდე თავისუფლება უნდა წამართვათ, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვი, ვიცი 7 წლიდან. ჩემი უფლება ახლაც დაირღვა და ყველა უფლება რომელიც დაირღვა გამოვიყენებ სტრასბურგისთვის. მე ადამიანს მაბრალებენ ძალადობას და მტკიცებულება არ გააჩნია, მე უნდა გავატარო დრო ციხეში იმიტომ, რომ პოლიტიკური დაკვეთაა? იმიტომ რომ ივანიშვილს და კობახიძეს უნდათ?,- განაცხადა სანდერმა.

ცნობისთვის, ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები