სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

27.11.25 20:47
სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პირების საქმის პროკურორის ამბობს, რომ ბრალდებულებს, რომლებმაც დრეს სასამართლოს ხდომაზე მათი ჯანმრთელობის პრობლელებზე ისაუბრეს, "მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები და რა ქონებრიივ მდგომარეობა ჰქონდათ, სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ".

როინ ხინთიძის განცხადებით აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ინდვიდუალურად იმსჯელა. მისი თქმით, „შეფასდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ასკი და ა.შ.“

რაც შეეხება პასუხისმგებლობას ვინ აიღებს აღნიშნულ პირებზე, პენიტენციურ დაწესებულებაში არის შესაბამისი პირობები, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც პატიმრობაშია, გაუწიონ სათანადო დახმარება.
სანამ დანაშაულს ჩაიდენდნენ, ამ პირებს მანამდე უნდა ეფიქრათ, რა დაავადებები ჰქონდათ, რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ, რა ქონებრივი მდგომარეობა ჰქონდათ და ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ იქ არცერთ მათგანს არც გადაადგილება უჭირს და არაფერი. რაიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ არ ეტყობათ, ამიტომ პირველ რიგში მათვე უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ და რა იდგა მათ უკან“, - განაცხადა პროკურორმა ხინთიბიძემ.

მსგავსი სიახლეები