ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა - ომბუდსმენმა საქმის წარმოება დაიწყო
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა როგორც დაკავებული ჟურნალისტის ერთ-ერთი უფლებადამცველი "პირველებს" ეუბნება, მზია ამაღლობელი მხედველობა ცალ თვალში 90-დან პროცენტიდან 30%-მდეა დასული
მეორე თვალზე საერთოდ საუბარიც აღარ არის. 5 წერილი არსებობს რომელიც ჩვენ გავგზავნეთ პენიტენციურ სამსახურში, იუსტიცისს სამინისტროშ და ვაწვდიდით მზია ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. თუმცა შესაბამისი რეაგირება ამაზე არ ხდებოდა. ფაქტია, რომ მზიას ამაღლობელის ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო თავის ვალდებულებას არ ასრულებს", - ამბობს უფლებადამცველი
ომბუდსმენმა აღნიშულზე საქმის წარმოება დაიწყო - Batumelebi-ს ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვეს.
უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს პატიმარს. შესაბამისად, ვნახავთ, დოკუმენტაცია გამოთხოვილია, წარმოდგენილიც არის განცხადებით. ჩვენთან დასაქმებულია ექიმი, ჩვენი ექიმი შეაფასებს ამ დოკუმენტაციას და შემდგომში მოხდება რეაგირება. თუ ჩავთვლით, რომ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ ეწევა, შესაბამისი წინადადებით მივმართავთ უწყებას და რეკომენდაცია გვექნება, რომ გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
გარდა ამისა, ქალბატონი მზიას მონახულებაც იგეგმება ამ დღეებში, ან ამ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმებსაც გავესაუბრებით, ვინც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში მას მკურნალობას უწევს", - უთხრა სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა Batumelebi-ს.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, მათ საქმისწარმოების დაწყებამდე გამოითხოვეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია საჯარო განცხადებების მოსმენის შემდეგ, თუმცა ჯერ პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.