მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს კიდევ ერთხელ, რომ ბევრნი ვართ და 1 წელია ამ ჯოჯოხეთს ვაპროტესტებთ - ლიკა გუნცაძე

27.11.25 22:36
მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს კიდევ ერთხელ,  რომ ბევრნი ვართ და 1 წელია ამ ჯოჯოხეთს ვაპროტესტებთ - ლიკა გუნცაძე

მე უბრალოდ მაინტერესებს, მდუმარე ხალხის თავში რა ხდება, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ ან თავიანთი შვილი, ან ქმარი, ან ძმა, ან და, ასეთ მდგომარეობაში, რასაც  ჩვენ გავდივართ, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ხვალ არის სახალხო პროტესტი და ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ უკვე ერთი წელია რაც ხალხი ჯოჯოხეთს აპროტესტებს.“

მე უბრალოდ მაინტერესებს მდუმარე ხალხის თავში რა ხდება, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ ან თავიანთი შვილი, ან ქმარი, ან ძმა, ან და, ასეთ მდგომარეობაში, რასაც  ჩვენ გავდივართ. რა ნაწამები იყვნენ ეს ბავშვები. როგორ უსამართლოდ მოექცნენ და სხედან ციხეში,  როგორ მოექცნენ ცრუ პოლიციელები და ფარსის შედეგებით. ძალიან სიბნელეში ვართ. ჩვენ, მშობლები და საზოგადოების ის ნაწილიც, რომლებიც საღად აზროვნებენ, გავდივართ ჯოჯოხეთს. 1 წელი გადის, როგორ ვერ მოდიან გონს. ხვალ აუცილებელია და საჭიროა გასვლა, ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, ეს არის სახალხო პროტესტი, როგორიც იყო 28-ში, როდესაც ქვეყანა მიატრიალეს სიბნელისკენ. 1 წელია ხალხი ქუჩაშია, უპრეცედენტო შემთხვევაა. გმირები არიან, ვინც ყოველდღე ქუჩაში არიან. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს კიდევ ერთხელ,  რომ ბევრნი ვართ და 1 წელია ამ ჯოჯოხეთს ვაპროტესტებთ, - განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

მსგავსი სიახლეები