შსს: ბათუმის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებაა ნაპოვნი

28.11.25 10:24
შსს: ბათუმის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებაა ნაპოვნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001  წელს დაბადებული მ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა  -  შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებს ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი 212 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ მ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავა. 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით   ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა  -  შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.", - ნათქვამია ინფორმაციაშია. 

მსგავსი სიახლეები