ონისე ცხადაძე მოსამართლე ლიონიძის კითხვაზე: ფაქტობრივი საცხოვრებელი - გლდანი, მე-8 დაწესებულება!
სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია იხილავს, რომელსაც თეა ლიონიძე ხელმძღვანელობს.
ლიონიძემ რამდენიმე წუთიწ წინიუმორისტ ონისე ცხადაძეს ფაქტობრივი საცხოვრებელის შესახებ დაუსვა კითვა, რაზეც სინდისის პატიმარმა ასე უპასუხა: "გლდანი, მე-8 დაწესებულება".
ცხადაძის პასუხის შემდეგ, მოსამართლემ მას დაუკონკრეტა, რომ ამჟამინდელი სამყოფელი არ უკითხავს და დაკავებამდე საცხოვრებლის მისამართი ეთქვა - „დაკავებამდე არ მახსოვს, ისე ვაგნებდი“.
იქამდე კი როცა მოსამართლემ მიერ მისი სახელი და გვარი ამოიკითხა - „ონისე ცხადაძე“, მან უპასუხა - „ვარ!“
მოსამართლე თეა ლიონიძემ პროცესი გადადო. შემდეგი სხდომა 20 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს 3 სექტემბერს ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.
- უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
- პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).