პოლონეთის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის გუნდს ეკისრება - ექსპერტები

28.11.25 17:34
პოლონეთის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის გუნდს ეკისრება - ექსპერტები

პოლონეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ, პასუხისმგებლობას ივანიშვილის გუნდს აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. 

ისინი მიიჩნევენ, რომ მმართველი ხელისუფლება, საკუთარი ქმედებებით, გზას უკეტავს საკუთარ მოქალაქეებს, რათა წავიდნენ პოლონეთში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ლოალურ პირობებს სთავაზობდა მათ.

პოლონეთი ბოლო პერიოდში იყო ის ქვეყანა, სადაც ჩვენ მოქალაქეებს შეეძლოთ სამსახურის მოძებნა და ოჯახების რჩენა. ეს კონკრეტულად იმ ტიპის ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში მიდიოდნენ, არის ღირსეული გამოსავალი. ღირსეული მდგომარეობა ჰქვია ისეთ ცხოვრებას, როდესაც თვიდან თვემდე, ელემენტარულად პურის ყიდვა შეგიძლია შენი შვილებისთვის. თუ გავითავლისწინებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ სთავაზობს მათ ღირსეულ სამსახურს, გარდა ამისა, გზას უკეტავენ, რომ წავიდნენ პოლონეთში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ლოალურ პირობებს სთავაზობდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამ პირობებით მაინც ისარგებლონ, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. 

“მძიმე შედეგებზე“ საუბრობს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია. მისი თქმით, “ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ “ოცნებას“ ეკისრება, რომელიც მტრული რიტორიკით გამოირჩევა.“

ეს ძალიან მძიმე იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც მტრული რიტორიკით არა მხოლოდ ქვეყანას და ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, მათ შორის, კონკრეტულად ამ გზით, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება. 2025 წლის 1 დეკემბრიდან გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ იქნება.