ექსკლუზივი: ბათუმში პოლიციის განყოფილებს თავს დაესხნენ, აგინეს პოლიციელებს და დაამტვრიეს ინვენტარი

28.11.25 18:12
ექსკლუზივი: ბათუმში პოლიციის განყოფილებს თავს დაესხნენ, აგინეს პოლიციელებს და დაამტვრიეს ინვენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ერთი თვეა მალავს ინციდენტს, რომლის შესახებაც „პირველებმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებას თავს დაესხნენ, პოლიციელებს აგინეს და განყოფილების ინვენტარიც დაამტვრიეს. დაზიანებები შენობას დღესაც ეტყობა, თუმცა საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულად აღიძრა და სამივე თავდამსხმელი ხუთ დღეში გაათავისუფლეს.

ირკვევა, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის ნათესავია.

ის, რომ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა, ადასტურებს ამავე განყოფილების უფროსი ირაკლი გორილაძეც. 

იყო მსგავსი ფაქტი, რომლებიც დაკავებულები იქნენ, შესახლებული იქნენ იზოლატორში. სამართალწარმოება დაიწყო, სასამართლომ მიუსაჯა 5 დღით პატიმრობა. იყო სამი პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში, რომლებიც ადილზევე იქნენ დაკავებული და სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, - ეუბნება "პირველებს" გორგილაძე, თუმცა ვერ პასუხობს კითვას, რატომ მიესაჯათ თავდამსხმელებს მხოლოდ 5 დღიანი პატიმრობა იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო 2 წლით პატიმრობა ემუქრება.