“ოცნების“ მმართველობის პერიოდში სპორტსმენებს სვრიან - დავით ერაძე
პროტესტი კობახიძის წინააღმდეგ - სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც კარგად იცნობენ გიორგი შერმადინის კარიერას, ამბობენ, რომ აქამდე მსგავსი განაცხადება მას არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ ლიდერის მისამართით არ გაუკეთებია.
დავით ერაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი, ვისთვისაც შერმადინს მადლობა უნდა გადაეხადა გულშემატკივარი იყო, რადგან კობახიძეს მის კარიერაზე არანაირი დამსახურება არ აქვს.
მისი თქმით, “ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სპორტსმენებს რაღაცნაირად სვრიან.
ძალიან სამწუხარო იყო ამ ყველაფრის მოსმენა, საერთოდ არ შევეხები მე გიორგის, რომელსაც ძალიან კარგი 20-წლიანი კარიერა ჰქონდა ნაკრებში. ამ 20 წლის განმავლობაში, არ მახსენდება მადლობა ეთქვას, მთავრობის რომელიმე ხელმძღვანელისთვის, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რაოდენ მავნებელია რეჟიმი ისეთი წარმატებული ხალხისადმი, როგორიც გიორგია. ეს პირველი შემთხვევა არაა სპორტსმენებისთვის, როდესაც “ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მათ რაღაცნაირად სვრიან ისე, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არიან. ვისტვისაც მადლობა უნდა ეთქვა გიორგის ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხი და გულშემატკივარი და არა ერთი წლის წინ მოვლენილი პრემიერი, რომელსაც მის კარიერაზე საერთოდ არანაირი დამსახურება და გავლენა არ აქვს, - განაცხადა ერაძემ.
ხალხის პროტესტი კობახიძისთვის გადახდილი მადლობის გამო -ასე დაასრულა ბოლო თამაში ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში, გიორგი შერმადინმა. 20 წლიანი კარიერის ბოლოს, უკრაინასთან გამართული თამაშის შემდეგ, შერმადინმა გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა, თქვა როგორი რთული იქნება მისთვის მომდევნო პერიოდი. სწორედ ამ დროს შერმადინმა ახსენა ირაკლი კობახიძე. "მადლობა ბატონო პრემიერო რასაც ჩვენი ნაკრებისთვის აკეთებთ" - თქვა შერმადინმა, რასაც საკალათბურთო დარბაზში გულშემატკივრების სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოყვა.