შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა

28.11.25 18:27
შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა

დღეს, 28 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდაჭერას შეეხება. 

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად," - წერია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. 

ცნობისთვის, გასული წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.