საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან მარშის მონაწილეები იკრიბებიან

28.11.25 19:57
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან მარშის მონაწილეები იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტის ერთი წლის შემდეგ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთანაც იკრიბებიან. 

მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც თბილისისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით დაძრულ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან, შემდეგ კი ერთად პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. 

ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია აბსოლუტურად დემოკრატიის და თავისუფლების იმ ხედვაზე, რაც სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიგვანიშნებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდა ამ ერთი წლის განმავლობაში. ეს ერთი წელი იყო უმძიმესი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა უმძიმესი იყო ეს ერთი წელი და ჩენ ამ პერიოდის განმავლობაში დავინახეთ ე.წ. ხელისუფლება კარგავდა თავის სახეს, მივიღეთ საშინლად დამძიმებული კანონები, ჩვენი მეგობრები კვლავ აბსოლუტურად რჩებიან ციხეებში, ჩვენ ვნახეთ როგორი საოცარი ველური კაპიტალიზმით ხელმძღვანელობს ე.წ. ხელისუფლება, ვნახეთ ის არანორმალური პროექტები რაც შემოიტანეს... 

ჩვენ არაფერი არ დაგვღლის, რომელ უამინდობაზეა საუბარი... ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, სანამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არ წავა და არ გადაშენდება ამ ქვეყნიდან" -  თქვა მსახიობმა თინა ლაღიძემ.