სამთავრობო კვარტალში სპეცრაზმის მობილიზებაა

28.11.25 20:27
სამთავრობო კვარტალში სპეცრაზმის მობილიზებაა

სამთავრობო კვარტალში სპეცრაზმის მობილიზებაა. კობახიძის ადმინისტრაციის ეზო სპეცრაზმით გადაავსეს. "პირველების" კამერამ გადაიღო კანცელარიის შიდა პერიმეტრი, სადაც ნიღბიანები არიან გამაგრებულები. ადგილზე არიან ასევე როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

"პირველებმა" სამართალდამცველებს ჰკითხა, რა მიზნით იმყოფებიან ადგილზე, თუმცა ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.