"სადაც გამძლეობაზეა საუბარი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერ აჯობებს" - უწყვეტი პროტესტის 1 წელი ბათუმში

28.11.25 20:40
"სადაც გამძლეობაზეა საუბარი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერ აჯობებს" - უწყვეტი პროტესტის 1 წელი ბათუმში

უწყვეტი პროტესტის 1 წელი - მოქალაქეები ბათუმში კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. 

მათი მთავარი სათქმელი კვლავ იგივეა - არავინ აპირებს ქვეყნის ევროპული მომავალი დათმოს და საქართველო რუსეთს დაუთმოს. 

მათი თქმით, ქუჩაში იდგებიან, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან არ წავა. 

ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გამოვიარეთ ბევრი რამ, მათ შორის ბათუმში ვიმყოფებით ახლა და ადგილობრივ დონეზე დაკავებები. გვყავს, პოლიტპატიმრები, მედროშე უნდა გავიხსენოთ, მზია ამაღლობელი, ზვიად ცეცხლაძე და საქართველოს მასშტაბით უამრავი პოლიტპატიმარი. გამძლეობაზეა ეს ბრძოლა და სადაც გამძლეობაზეა საუბარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერ აჯობებს. აუცილებლად ფინიში იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.