დროა, დანებდეთ! - საბა სხვიტარიძის დედა "ოცნებას"

28.11.25 20:56
 დროა, დანებდეთ! - საბა სხვიტარიძის დედა "ოცნებას"

დროა, დანებდეთ! - ამ სიტყვებით მიმართავს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა "ქართულ ოცნებას".  ელენე ახობაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა. 

ახლა ალბათ ფიქრობენ ახალი კანონის მოგონებაზე, რომ როგორმე შგვამცირონ. რუსთაველი დაგვიკეტეს და ქუცებში უფრო მეტი ხმა გავაგონეთ ხალხს და უფრო მეტი გამოვიდა მეტი მონდომებით. ამიტომ, შეცდომებს უშვებთ, ჩემო "ოცნებავ". დროა, დანებდეთ! ერთად ჩავატაროთ, ადამიანური არჩევნები და მოგებულმა და წაგებულმა გავიმარჯვოთ და ვიაროთ ასე, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.