"ოცნებას" უფსკრულის პირას მივყავართ... გონს უნდა მოვიდნენ! - ნიკო ცეცხლაძე
"ოცნებას" უფსკრულის პირას მიყავართ, - ასეთია მხატვარ ნიკო ცეცხლაძის შეფასება იმ ვითარების, რაც ქვეყანაში ხდება. ხელოვანი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქციაზე მიყოფება, ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, "გონს მოვიდნენ", რადგან ეს მათთვისაც უკეთესი იქნება.
ვარ ბედნიერი, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ხალხმა, რამდენნი ვართ. ამ ადამიანებს უნდათ პრორესი, ცივილიზაცია და დასავლური მომავალი და გამოვიდნენ და აპროტესტებენ. ზუსტად ეს არის და მე ვარ დარწმუნებული, კიდევ უფრო ბევრი გამოვა. რაც დროზე გონს მოეგებიან, ეს მათთვისაც უკეთესი იქნება. უფსკრულის პირას მივყავართ. ყოველდღიურად რაღაც გაურკვეველი კანონები, რა ხდება, მართლა ვერ გავიგე... სიმართლე და სინათლე ჩვენს მხარესაა, - ამბობს ნიკო ცეცხლაძე.