"ყოველი [ოცნების] ნაბიჯი ადეკვატური ადამიანისთვის უნდა იყოს მიზეზი, რომ ყოველდღე ამდენი ადამიანი იკრიბებოდეს" - დავით ბეშიტაიშვილი
"ყოველი [ოცნების] ნაბიჯი ადეკვატური ადამიანისთვის უნდა იყოს მიზეზი, იმისთვის, რომ ყოველდღე ამდენი ადამიანი იკრიბებოდეს" - ამის შესახებ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ცეცხლი შეიძლება ისეთი არ ანთია, მაგრამ ის ღვივის და როდის აალდება არავინ არ იცის".
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კომფორტში ნამდვილად არ არიან და ყოველი [ოცნების] ნაბიჯი ადეკვატური ადამიანისთვის უნდა იყოს მიზეზი, იმისთვის, რომ ყოველდღე ამ რაოდენობის ადამიანი იკრიბებოდეს აქ. თუმცა დღევანდელი დღე და სხვა დღეებიც აჩვენებს, რომ ეს პროტესტი არსად არ გამქრალა, ცეცხლი შეიძლება ისეთი არ ანთია, მაგრამ ის ღვივის და როდის აალდება ისე, რომ შთანთქავს ამ უნამუსო ადამიანების პატარა გროვას, ეგ არავინ არ იცის. შეიძლება გვიან მოხდეს, შეიძლება მალე, მაგრამ ეს რომ გარდაუვალია ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა დავით ბეშიტაიშვილმა.