"ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება..." - პაპუაშვილი
მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილის აქართველოში შვეიცარიის საელჩოს პოსტს, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შინაარსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილის თქმით, "ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო უადგილოდ აჟიტირდა".
ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე.
მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს.
ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ.“, - წერს ის.