,,სიფას” ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
,,სიფას” ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ - საქართველოს იურიდილი ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს და სამოქმედო გეგმაც გამოაქვეყნეს.
“სიფა” აყენებს კანდიდატებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, ეთიკის კომისიასა და სარევიზიო კომისიაში, მას არ დაუყენებია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რადგან ადვოკატთა ასოციაცია იმართება კოლეგიურად და გადაწყვეტილებები მიღება სწორედ აღმასრულებელი საბჭოს და არა თავმჯდომარის მიერ.
,,სიფას” მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაცია იმართებოდეს კოლეგიურად, ალიანსის სახით, რათა წარმოდგენილი იყოს ადვოკატთა ყველა ჯგუფის ინტერესები.
,,სიფასთვის” მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს არსებული სისტემა და ჩამოყალიბდეს ორგანიზაცია, რომლისთვისაც პრინციპულია კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მდუმარე მმართველობის დასრულება, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ერთი გუნდის მმართველობის ნაცვლად, უპრეცენდენტო, კოლეგიური, ალიანსის ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება და რომელსაც არ მოერიდება მთავრობის კრიტიკა, ვინც არ უნდა იყოს მმართველობაში, როდესაც საკითხი მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და ადვოკატის პროფესიას ეხება.
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია:
აღმასრულებელი საბჭო:
1. ქეთევან ქვარცხავა
2. გოჩა სვანიძე
3. დავით კიკალეიშვილი
4. აკაკი ჩარგეიშვილი
5. მაია მწარიაშვილი
6. გიორგი ზედელაშვილი
7. ანა ლორია
8. კახაბერ წერეთელი
ეთიკის საბჭო
1. სოფიო როინიშვილი
2. ნინო სოსელია
3. ჟანა ჩიქოვანი
4. უჩა ქირია
5. ნანა ამისულაშვილი
6. რუსუდან ჭკუასელი
7. ირაკლი გაფრინდაშვილი
8. ანა რეხვიაშვილი
9. სოფიო ჩაჩავა (არაწევრი)
სარევიზიო კომისია
1. ზვიად კორძაძე
2. შალვა ბუავა