2026 წლიდან პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით

29.11.25 16:29
2026 წლიდან პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით

2026 წლიდან პენსია პენსიონერის პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო ირაკლი კობახიძის, მიხეილ ყაველაშვილის და შალვა პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით - ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტი პარლამენტის ვებსაიტზეა ატვირთული.

პროექტის მიხედვით, "ოცნების" პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასები 16 000 ლარი იქნება.

ვის რამდენით ეზრდება ზელფასი: 

"ოცნების" პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
დეპუტატების ხელფასი - 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.

2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა. გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ.
 

იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:
უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების - 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების - 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
სააპელაციოს მოსამართლეების - 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების - 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.

პენსია იზრდება:
70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში - 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).

ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.